03 მაისი 2024,   11:43
ვრცლად
"კობახიძე კვლავ მხარს უჭერს მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს" - ოპოზიცია სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილებას ითხოვს

შეიცვლება თუ არა მოსამართლეთა შესარჩევ კრიტერიუმებზე მომუშავე ჯგუფის ფორმატი - ოპოზიციის ინიციატივის სისრულეში მოყვანას მმართველი გუნდი არ გამორიცხავს. ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც მიმდინარე კვირას უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

საპარლამენტო ოპოზიცია კი ჯგუფის შემადგენლობის შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ეს შემადგენლობა გამოწვევებს ვერ პასუხობს და კომისია უმოქმედოა.

ოპოზიციის ინიციატივით, აუცილებელია, შემცირდეს წევრების რაოდენობა და ჯგუფი მხოლოდ პროფესიონალებით დაკომპლექტდეს.

"როგორც ჩანს, კობახიძე ბიძინა ივანიშვილის დავალებით, კვლავ მხარს უჭერს მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს და რეფორმატირებას არ აპირებენ“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ოპოზიციამ გუშინდელი შეხვედრა „რედისონში“ პროტესტის ნიშნად დატოვა.

„საკმაოდ მახინჯი ფორმაა აქვს ამ სამუშაო ჯგუფს და ეს ფორმა უნდა შეიცვალოს, დებულება უნდა გაიწეროს. შესაქმნელია ახალი ჯგუფი,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.

სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. 

დღის ამბები